გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა

გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა.

ამ გადაწყვეტილების შედეგად, გერმანიის მთავრობა შეძლებს, დააჩქაროს და გაამარტივოს ამ ქვეყნების მოქალაქეების მიერ წარდგენილი თავშესაფრის მიღების განაცხადების განხილვა და უფრო სწრაფად მოახდენს იმ პირთა დეპორტაცია, ვისაც თავშესაფარზე უარს ეტყვიან.

გერმანული მედიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ბუნდესრატმა 15 დეკემბერს მიიღო. მანამდე, ნოემბერში კანონპროექტი დაამტკიცა ბუნდესტაგმა – გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ. ის ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევა.

მანამდე, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ საქართველოს და მოლდოვას ევროკავშირში შესვლა სურთ და ამ ქვეყნებში მოქალაქეებს პოლიტიკური ნიშნით არ დევნიან.

მსგავსი თემები