,,გამარჯვების გზებზე ვდგებით, გამარჯვების სიმღერებით გული უნდა ვიჯეროთ, კიდევ გოლი, კიდევ გოლი”- ლევან ხაბეიშვილი

„გამარჯვების გზებზე ვდგებით, გამარჯვების სიმღერებით გული უნდა ვიჯეროთ, ნაღდი ბრძოლით, მხოლოდ ბრძოლით, კიდევ გოლი, კიდევ გოლი….”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი უგებს ერთით ნულს რუსულ პარტიას და წინ დიდი გამარჯვებაა.

„გამარჯვების გზებზე ვდგებით, გამარჯვების სიმღერებით გული უნდა ვიჯეროთ, ნაღდი ბრძოლით, მხოლოდ ბრძოლით, კიდევ გოლი, კიდევ გოლი…. ამ ბრძოლას ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. ადამიანი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველმა აღმართმა ევროკავშირის დროშა, ეს არის მიხეილ სააკაშვილი და მას ვუსურვოთ თავისუფლება, ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ. აუცილებლად დავამარცხებთ იმ ხალხს, რომლებიც რამდენიმე თვის წინ გვეუბნებოდნენ, თურმე ჩალის ფასი აქვს ევროკავშირის რეზოლუციებს, სადაც უნდა ეს სტატუსი იქ წაიღონ, თუ არ მოგვცემენ თავისთვის დაიტოვონ. ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა, ქართველი ხალხი იგებს ერთით ნულს და წინ დიდი გამარჯვებაა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები