,,ტაიკვანდოს მეთოდებით თუ შეეცდება სცენაზე შერბენას, არ ვიცი” – მამუკა მდინარაძე პრეზიდენტზე

 „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საზეიმო ღონისძიებაზე გამომსვლელთა სიაში სალომე ზურაბიშვილის გათვალისწინებული არ არის. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.

„ლეგიტიმაცია არ აქვს ამ ადამიანს, რომ იქ იყოს. მას პრეზიდენტის ლეგიტიმაცია არ აქვს. იმპიჩმენტი შემთხვევით არ გამოვუცხადეთ, დავაფიქსირეთ, რომ ეს ადამიანი ვინც აირჩია, იმ ხალხის რჩეულ ხელისუფლებას აღარ მიაჩნია პრეზიდენტად. შესაბამისად, სცენარი როცა გაიწერა, ვიცი, რომ ამაში მთავრობა ჩართული იყო, ის გამომსვლელად არ არის გათვალისწინებული. ახლა ტაიკვანდოს მეთოდებით თუ შეეცდება სცენაზე შერბენას, ეს არ ვიცი. ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ არ იმსახურებს მისი ქვეყანა სტატუსს, არ იმსახურებს, რომ პრეზიდენტად იქნას წოდებული. შესაბამისად, ჩვენ ეს პოზიცია დაფიქსირებული გვაქვს. თავის ქვეყანას რომ მტრობს და აბრალებს, რომ არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ბუნებრივია, გამომსვლელთა სიაში არ არის გათვალისწინებული. არსებობს რაღაც მორალი და ფორმა“, – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები