“ჩვენ არ დავდექით ცალ ფეხზე და არ დავდექით მუხლის ჩოქებზე“ – ირაკლი ღარიბაშვილი

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოს მოსახლეობა რუსთაველის გამზირზე ზეიმობს. ადგილზე იმყოფება საქართველოს მთავრობა. ამ წუთებში შეკრების მოსახლეობას პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიმართავს.

„ვიბრძოლეთ, ვიშრომეთ და ერთად გავიმარჯვეთ. ჩვენ დამსახურებულად მოვოპოვეთ ევროკავშირის კანიდადატის სტატუსი. ჩვენ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება. ჩვენ ერთად მოვიპოვეთ ეს გამარჯვება. ჩევენ არ დავდექით ცალ ფეხზე და არ დავდექით მუხლის ჩოქებზე. ეს გზა არ იყო იოლი. ძალიან ბევრი განსაცდელი გავიარეთ, ძალიან ბევრი სირთულე შეგვხვდა ამ გზაზე.  ჩვენ ერთად დავამარცხეთ ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრები, ისინი ვინც ებრძოდნენ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩვენ თავიდან ავიცილეთ ომი და უბედურება და შევინარჩეთ მშვიდობა“ – აღნიშა პრემიერმა

მსგავსი თემები