ძარცვა იტალიაში – დამნაშავე საქართველოს 27 წლის მოქალაქე აღმოჩნდა

იტალიელმა ქალმა, რომელიც ქალაქგარეთ იმყოფებოდა, სმარტფონით აღმოაჩიანა, რომ მის სახლს ძარცვავდნენ. მან სმარტფონში შენიშნა, რომ ქალაქ ლუკაში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში უცხო პირი გადაადგილდებოდა.

ქალი პოლიციას დაუკავშირდა და მძარცველი და მისი ჩაცმულობა აღუწერა.

პოლიციამ საქართველოს 27 წლის მოქალაქე იმ დროს დააკავა, როდესაც ის ბინას ტოვებდა.

დაკავებული წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი პირია.

მსგავსი თემები