ნიუ-იორკში, 6-სართულიანი სახლის ნაწილი ჩამოინგრა

ნიუ-იორკში, ბრონქსის რაიონში, 6-სართულიანი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

მაშველები იმის გარკვევას ცდილობენ, არიან თუ არა ნანგრევებში ადამიანები მოყოლილები.

ახლომდებარე დელიშის თანამშრომელმა, ჯულიან როდრიგესმა, განაცხადა, რომ ის დახლის უკან იდგა, როცა ხალხის ყვირილი ხმა გაიგო.

”როდესაც მე გარეთ გამოვედი, მხოლოდ ნამსხვრევები და კვამლის ღრუბელი დაინახე ქუჩაში,” – განაცხადა როდრიგესმა.

მიმდინარეობს ნგრევის მიზეზების დადგენა.

მსგავსი თემები