საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინისთვის $900 მილიონიანი ტრანში დაამტკიცა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა [IMF]  უკრაინის საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის $900 მილიონიანი ტრანშის გამოყოფას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღნიშნა უკრაინის მიღწევები პროგრამის განხორციელებაში და რეფორმებში, მიუხედავად სრულმასშტაბიანი ომისა.

მან დასძინა, რომ პროგრამა  უკრაინის გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში ითვალისწინებს 15,6 მილიარდი დოლარის გამოყოფას 4 წლის განმავლობაში ეკონომიკური სტაბილურობის მხარდასაჭერად და სახელმწიფოს აღდგენისთვის.

მსგავსი თემები