ვეღარ ვუსმენ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამბობენ რომ დაიღალნენ უკრაინის ომით – დონალდ ტუსკი

„მხოლოდ ერთიან დასავლეთს შეუძლია დაეხმაროს უკრაინას დემოკრატიული ღირებულებებისთვის ბრძოლაში გამარჯვებაში“,- ამის შესახებ პოლონეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მისი მთავრობა დასავლეთისგან უკრაინის დასახმარებლად სრულ მობილიზაციას მოითხოვს.

,,მე ვეღარ ვუსმენ პოლიტიკოსებს, რომლებიც საუბრობენ და ეუბნებიან პრეზიდენტ ზელენსკის, რომ დაიღალნენ უკრაინაში ომით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რა არის ომი. რომ უკრაინელები იბრძვიან რაღაც უაღრესად მნიშვნელოვანისთვის, რომ მათი ბრძოლა დაიწყო მაიდანზე, რომ ისინი იბრძვიან დასავლური სამყაროს საზოგადოებასთან შესაერთებლად. მათ სურთ, რომ უკრაინა იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, როგორც დასავლური ქვეყნები და ისინი ახლა ამისთვის იბრძვიან“, – განაცხადა ტუსკმა.

მსგავსი თემები