პაკისტანში სამხედრო ბაზაზე თავდასხმა მოხდა – დაიღუპა სულ მცირე 23 ჯარისკაცი

სულ მცირე 23 ჯარისკაცი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა პაკისტანში, სამხედრო ბაზაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად. თავდასხმა ავღანეთის საზღვართან, ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში გამთენიისას მოხდა.

დანაღმული მანქანა პოლიციის შენობაში შევარდა, რომელიც პაკისტანის არმიის ბაზად გამოიყენება.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანის „თალიბანთან“ დაკავშირებულმა დაჯგუფებამ აიღო.

პაკისტანის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, მოკლულია შვიდი თავდამსხმელი.

მსგავსი თემები