ორი წელია, ქვეყანას ვიცავთ, არ გავჩერდებით და ეს უკვე დიდი გამარჯვებაა – დანილოვი

უკრაინის კონტრშეტევის იმედები არ გამართლდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვება ჩვენს მხარეს არ იქნება, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული თავდაცვის და უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, ალექსეი დანილოვმა  განაცხადა.

მისი თქმით, ფრონტზე არსებული მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

„მაისში ჩვენს ქვეყანაში ყველა მოქალაქეს სურდა ომის სწრაფად დასრულება. იმედები იყო, მაგრამ არ გამართლდა. ის, რომ ორი წელია, ჩვენს ქვეყანას ვიცავთ, უკვე დიდი გამარჯვებაა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ არ გავჩერდებით. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის“, – განაცხადა ალექსეი დანილოვმა.

 

მსგავსი თემები