აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა

შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის დაწესებული სანქციების სია გააფართოვა. მასში 150-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი მოხვდა, რომლებიც ამარაგებენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზას.

,,სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს 100-ზე მეტ სუბიექტსა და ფიზიკურ პირს, ვინც რუსეთს და მისი ომის მანქანას მესამე ქვეყნების გამოყენებით, ეხმარება რუსეთს აწარმოოს ომი უკრაინის წინააღმდეგ და პასუხისმგებელია რუსეთის მომავალი ენერგიის წარმოებისა და ექსპორტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე”, – აცხადებს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი.

მსგავსი თემები