„ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტის ღონისძიებაზე ჩვენ არაფერი გვესაქმება – ირაკლი კობახიძე

„ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტის ღონისძიებაზე ჩვენ არაფერი გვესაქმება. მით უმეტეს, რომ ის აგრძელებს კონსტიტუციის უხეშად დარღვევას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 13 დეკემბრის ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების წევრები ღონისძიებაზე არ მივლენ.

„ამ დღეებში ის კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ასეთი ადამიანის ღონისძიებაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივალთ, ვერ მივალთ. ეს არ არის ჩვენი საქმე მისი პოზიციიდან გამომდინარე. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სალომე ზურაბიშვილი ახორციელებდა საბოტაჟს სწორედ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. დღემდე ვერავინ ათქმევინა სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. რა გვინდა ასეთი ადამიანის ღონისძიებაზე, ხომ გასაგებია ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები