უკრაინა არ დანებებულა და არ დანებდება – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა არ დანებებულა და არ დანებდება. მისი თქმით, თუ ვინმე არის შთაგონებული კაპიტოლიუმზე გადაუჭრელი საკითხებით, ეს მხოლოდ პუტინი და მისი ავადმყოფი ხროვაა. ,,მთელი მსოფლიო გვიყურებს და აკვირდება, თუ რა ბედი ეწევა სხვა თავისუფალ ერებს, იცხოვრებენ ისინი თავისუფლად, თუ მათ დაიმორჩილებენ. უკრაინა არ დანებებულა და არ დანებდება. ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და თქვენ შეგიძლიათ უკრაინის იმედი გქონდეთ და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შეგვიძლია თქვენი იმედიც გვქონდეს. როდესაც თავისუფალი სამყარო ყოყმანობს, სწორედ მაშინ ზეიმობენ დიქტატორები და ყველაზე საშიში ამბიციების განხორციელების იმედი აქვთ. ნება მომეცით, გულწრფელი ვიყო თქვენთან,…

მეტი...

დაშავებული მოზარდის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა დიაგნოზი ძალიან საყურადღებოა – გუგა ქაშიბაძე

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ქობულეთში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებული მოზარდი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მისივე თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. „ბავშვმა ეგრეთ წოდებული პიროტექნიკა ჩააგდო საწვავით სავსე ჭურჭელში, რასაც მოჰყვა აფეთქება და აალება. პაციენტი ამჟამად მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში. დაზიანებული აქვს სხეულის ათი პროცენტი, რასაც ემატება დამწვრობითი შოკი და სასუნთქი გზების დაზიანება. ამ წუთას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დიაგნოზი ძალიან საყურადღებოა“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ პირველ არხთან.

მეტი...

თუ ვინმეს კონგრესში გადაუჭრელი საკითხები შთააგონებს, ეს პუტინია – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  კონგრესში გადაუწყვეტელი საკითხები მხოლოდ რუსეთის პრეზიდენ პუტინს შთააგონებს. ,,თუ ვინმეს შეუძლია შთააგონოს კაპიტოლიუმის ბორცვზე გადაუჭრელმა საკითხებმა, ეს მხოლოდ პუტინი და მისი ავადმყოფი გარემოცვაა. ისინი ხედავენ, რომ ოცნებები რეალობად იქცევა, როდესაც ხედავენ შეფერხებებს და სკანდალებს. ისინი ხედავენ თავისუფლების კლებას, როცა მცირდება თავისუფლებისთვის მებრძოლების მხარდაჭერა. პუტინის მსგავს ადამიანებს თავისუფლების განადგურების იმედიც კი არ უნდა ჰქონდეთ”, – განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, კონგრესი ვერ ახერხებს უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცებას რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო.

მეტი...

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. უწყების თქმით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

მეტი...

გავაგრძელებთ ისრაელის სამხედრო მხარდაჭერას, ვიდრე ისრაელი არ გაანადგურებს „ჰამასს“ – ბიადენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის უსაფრთხოებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მისი თქმით, ისრაელის სამხედრო მხარდაჭერას, ვიდრე ისრაელი არ გაანადგურებს „ჰამასს“. „ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელის სამხედრო მხარდაჭერას, ვიდრე ისრაელი არ გაანადგურებს „ჰამასს“, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ისინი უნდა იყვნენ ფრთხილად. მთელი მსოფლიოს აზრი შესაძლოა, ერთ ღამეში შეიცვალოს და არ უნდა დავუშვათ ეს“, – განაცხადა ბაიდენმა.

მეტი...

სპექტაკლს, რომელსაც სათაურად ჰქვია უანტრაქტო სპექტაკლი და მთავარ როლში სალომე ზურაბიშვილი გამოდის, რა თქმა უნდა, არ დავესწრებით – მდინარაძ

სპექტაკლს, რომელსაც სათაურად ჰქვია უანტრაქტო სპექტაკლი და მთავარ როლში სალომე ზურაბიშვილი გამოდის, რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავესწრებით – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას მმართველი გუნდი არ დაესწრება. „კატეგორიულად შემიძლია, გითხრათ, რომ ამ სპექტაკლს, რომელსაც სათაურად ჰქვია უანტრაქტო სპექტაკლი და მთავარ როლში სალომე ზურაბიშვილი გამოდის, რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავესწრებით. არც მონაწილეობას მივიღებთ მასში, რადგან ადამიანი, რომელსაც ვერ დავაცდენინეთ ერთი სიტყვაც კი, რომ საქართველო იმსახურებდა და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ცდილობს, ეს ამბავი მიიწეროს. წარმოუდგენელი ამბავია. არამხოლოდ არ თქვა,…

მეტი...

პოლონეთში 25 წლის ქართველი დააკავეს, რომელიც ღამის კლუბში მანქანით შევარდა

2-თვიანი ძებნის შემდეგ, პოლონეთში,  ლოძის პოლიციამ 25 წლის ქართველი დააკავა, რომელიც, შურისძიების მიზნით, მანქანით ღამის კლუბში შევარდა. დაკავებულს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შემთხვევა 2023 წლის 21 სექტემბერს მოხდა. 25 წლის კაცი ერთ-ერთი კლუბიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს,  შემდეგ კი ის კლუბის ტერიტორიაზე მანქანით მივიდა და  კლუბის შესასვლელ კარს რამდენჯერმე შეეჯახა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ზარალის საერთო ღირებულება 12 402,86 აშშ დოლარად შეფასდა.

მეტი...

დასავლეთს სურს, ჩვენი დედაქალაქი იყოს არა სოხუმში, არამედ თბილისში – ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის  ასალან ბჟანიას განცხადებით, აფხაზეთი დღევანდელი გლობალური დაპირისპირების ერთ-ერთი მტკივნეული წერტილია. მისივე თქმით, დასავლეთს არ სურს აფხაზეთის დანახვა მსოფლიოს ნაწილად. ,,მათ უნდათ, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს არა სოხუმში, არამედ თბილისში და სისტემატურად მუშაობენ, რომ ეს მოხდეს. ეს მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ მსოფლიოს დაანახონ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი სუვერენიტეტის აღიარების უმნიშვნელოობა, ასევე დაანახონ საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომ პრობლემების გადაჭრის გასაღები მათ ჯიბეშია. ყველაფერს აკეთებენ, რომ აფხაზეთში განვითარება არ მოხდეს”, – განაცხადა ბჟანიამ.

მეტი...

ქობულეთში, პიროტექნიკის აფეთქებისას მოზარდი დაშავდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მოზარდი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდმა სხეულის დამწვრობა მიიღო. არსებული ინფორმაციით, ბიჭის ნასროლი პიროტექნიკა საწვავის ავზში ჩავარდა და აფეთქდა. 10 წლის ბიჭს მეორე და მესამე ხარისხის მრავლობითი დამწვრობა აღენიშნება.  

მეტი...