საქართველოში ბენზინის სამომხმარებლო ფასის ზრდის საფუძველი არ არსებობს – ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოში ბენზინის სამომხმარებლო ფასის ზრდის საფუძველი არ არსებობს, ქართველ იმპორტიორებს აქვთ შესაძლებლობა, ბენზინი საერთაშორისო ფასზე იაფად შემოიტანონ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„შესაბამისად, ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ცნობა ბენზინის ფასის შესახებ არის აბსოლუტური დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და პანიკური აჟიოტაჟის შექმნას. საქართველოში ბენზინის საერთაშორისო ფასზე იაფად შემოტანის ტენდენცია მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი თემები