ევროკავშირის გაფართოება არის გზა უფრო უსაფრთხო, სტაბილური და განვითარებული ევროპისკენ – გიტანას ნაუსედა

ევროკავშირის გაფართოება არის გზა უფრო უსაფრთხო, სტაბილური და განვითარებული ევროპისკენ, ჩვენ არ გვაქვს უფლება და ფუფუნება, ეს შესაძლებლობა ხელიდან გავუშვათ, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკური ნების კონსოლიდირება უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.

„სამ დღეში ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს სასიცოცხლო მნიშვნელობის გადაწყვეტილება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკური ნების კონსოლიდირება უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. ეს არის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროპის მომავალს განსაზღვრავს. ჩვენ არ გვაქვს არც უფლება და არც ფუფუნება, ხელიდან გავუშვათ ეს შესაძლებლობა. ევროკავშირის გაფართოება არის გზა უფრო უსაფრთხო, უფრო სტაბილური და უფრო განვითარებული ევროპისკენ“, – განაცხადა ნაუსედამ.

მსგავსი თემები