ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრის შედეგები ბრძოლის ველზე ვითარებას ვერ შეცვლის – ზელენსკი

აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შედეგები სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობას ვერ შეცვლის და ათეულობით მილიარდი დოლარი კიევს ვერ დაეხმარება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, კრემლი ყურადღებით დააკვირდება აშშ-სა და უკრაინის ლიდერების შეხვედრას.

„ყველასთვის მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ უკრაინაში ჩასული ათობით მილიარდი დოლარი არ დაეხმარა მას ბრძოლის ველზე რაიმე წარმატების მიღწევაში. დანარჩენი ათეულობით მილიარდი დოლარი, რაც უკრაინას სურს, ასევე განწირული იქნება იგივე ფიასკოსთვის, ჩვენ კარგად გვესმის ეს პროცესი. ეს ვერ შეცვლის ვითარებას ბრძოლის ველზე და ვერც სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობას“, – განაცხადა პესკოვმა.

მსგავსი თემები