მსოფლიო ცნობილი მწერალი, ფრედერიკ ბეგბედერი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ფრანგული რადიო, France Bleu ავრცელებს.

მათი ცნობით, ბეგბედერი 12 დეკემბერს ქალაქ პაუში დააკავეს მას შემდეგ, რაც ის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე მივიდა. ინფორმაცია პროკურორმა დაადასტურა.

არსებული ინფორმაციით, გაუპატიურებაზე გამოძიება გასულ ზაფხულს დაზარალებულის მიერ დაწერილი საჩივრის შემდეგ დაიწყო. დაზარალებული ქალი ამბობს, რომ ბეგბედერთან კონტაქტი ორჯერ ჰქონდა: პირველად შეთანხმებული სექსი ჰქონდათ, მეორედ მწერალმა ის სასტუმროში გააუპატიურა.

მსგავსი თემები