„ლურჯი მთვარის ველი“ და სამოთხე დედამიწაზე – ვიდეორეპორტაჟი ჩინეთიდან

ეს ქალაქი ლიჯიანგია,  „ლურჯი მთვარის ველი“. ლიჯიანგი იუნანის პროვინცოას მიეკუთვნება. აქ ნამდვილად სამოთხეა, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ჩანჩქერები, კამკამა წყალი, ფირუზისფერი  მდინარე, თოვლიანი მწვერვალები და საოცარი სანახაობა.

იუნანი არის პროვინცია სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში. იუნანის პროვინცია ითარგმნება როგორც “ღრუბლების სამხრეთი ქვეყანა” და ის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთ ყველაზე ფერად რეგიონად ითვლება. ეს არის რეგიონი, რომელიც აერთიანებს მთებს, მდინარეებს,  ტბებს, ასობით ტაძარს, მრავალ ისტორიულ და ბუნებრივ ღირსშესანიშნაობას.

ლიჯიანგმა წლის პირველ კვარდალში 18 მილიოზე მეტი ტურისტი მიიღო. ამ პროვინციაში ძირითადად არის მთიანი რელიეფი, განსაკუთრებით მის დასავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში. საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 1980 მეტრია, ჰენდუანის ქედზე ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან 6740 მეტრს აღწევს, ხოლო ყველაზე დაბალი 76,4 მეტრზე იუნან-გუიჟუს პლატოზე.

აქ იზრდება 18 ათასზე მეტი სახეობის სხვადასხვა მცენარე, რომელიც ცნობილია ისეთი ისტორიული სახელებით, როგორიცაა „ვეფხვის ნახტომი“, „თიხის ტყე“, „ლომის მთა“, „შავი დრაკონის აუზი“, მძინარე მზეთუნახავის მთა და სხვა.

ლანიუეს ველი ერთ-ერთი მიმზიდველი დ საინტერესო ტურისტული ადგილია. მთის ძირში მდებარე ლანიუეს (ლურჯი მთვარის) ველი ძირითადად მნახველებს  პეიზაჟებით იზიდავს.  ლურჯი მთვარის ხეობის სცენური ტერიტორია – მდინარე ბაი შუი.  ის მდებარეობს მდინარე ტე ბაი შუიში, იულონგის თოვლის მთის შუა ძირში და ადამიანებს შეუძლიათ დატკბნენ ადამიანის მიერ შექმნილი ტერასული ჩანჩქერებითა და ტბებით მყინვარების თოვლის ხაზის, მყინვარული ველისა და მორენის ბორცვების, ნაძვისა და აბის ტყეებითა და უამრავი სანახაობით.

ეკა გულუა ჩინეთიდან

მსგავსი თემები