,,აშშ-ის მადლობელი ვარ უკრაინისადმი ორპარტიული მხარდაჭერისთვის” – ზელენსკი

,,მადლობელი ვარ უკრაინისადმი ორპარტიული მხარდაჭერისთვის”. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.

,,შეერთებული შტატების სენატში მქონდა მეგობრული და გულწრფელი საუბარი. მე ვაცნობე აშშ-ის სენატის წევრებს უკრაინის ამჟამინდელი სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, აშშ-ის სასიცოცხლო მხარდაჭერის შენარჩუნების მნიშვნელობაზე და ვუპასუხე მათ კითხვებს. მადლობელი ვარ სენატის უმრავლესობის ლიდერის ჩაკ შამერის და რესპუბლიკელთა ლიდერი მაკკონელის, მადლობელი ვარ მათი პირადი ხელმძღვანელობისთვის აშშ-ის კანონმდებლებს შორის უკრაინისადმი ორპარტიული მხარდაჭერისთვის”, – წერს ზელენსკი.

მსგავსი თემები