პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა, სტანდარტებს აკმაყოფილებს

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა, სტანდარტებს აკმაყოფილებს მისი თქმით, ”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის აბსოლუტურად ბაზისური ცნება ევროკავშირისთვის, მაგრამ ამავდროულად, გვჭირდება, დავაწესოთ კონკრეტული ლიმიტები, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება არასრულწლოვნების დაცვას და სიძულვილის ენის პრევენციას”. „რეალურად, ეს ძალიან სენსიტიურია, სად უნდა მოხდეს ხაზის გავლება მედიას, სიტყვის თავისუფლებას, მცირეწლოვნების დაცვასა და სიძულვილის ენის პრევენციას შორის. ეს აუდიოვიზუალური დირექტივა აწესებს სტანდარტს, მაგრამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ მოქნილობა ამ სტანდარტის გამოყენებაში, კონკრეტული სიტუაციების მიხედვით. საქართველოს შემთხვევაში, ეს არის გაფართოების გეგმის ქვეყანა. საქართველოსთან ერთად ვმუშაობდით, რათა…

მეტი...

,,უკრაინელი ჯარისკაცები ბახმუტთან და დასავლეთ ზაპოროჟიეს რეგიონში დაწინაურდნენ”- ომის კვლევის ინსტიტუტი

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ინფორმაციით, უკრაინელი ჯარისკაცები დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან დაწინაურდნენ. ,,უკრაინელი ჯარისკაცები ბახმუტთან და დასავლეთ ზაპოროჟიეს რეგიონში დაწინაურდნენ. გეოლოკაციის კადრები აჩვენებს, რომ უკრაინული ძალები კურდიუმოვკას ჩრდილო-აღმოსავლეთით (ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით 10 კმ) წინ წავიდნენ. ამასთან, 29 ოქტომბრის გეოლოკაციის კადრები მიუთითებს, რომ უკრაინელ სამხედროებს რაბოტინოს დასავლეთით მცირე პროგრესი აქვთ”, – აცხადებენ უწყებაში.

მეტი...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, 2 არასრულწლოვანი ამხილა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, 2 არასრულწლოვანი ამხილა. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ  2023 წლის 1 სექტემბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა და ოპერატორი გაგა ბოჭორიშვილი ქ. თბილისში, ,,დელისის“ მეტროსადგურის მიმდებარედ სიუჟეტის მოსამზადებლად იმყოფებოდნენ და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ მოქალაქის დაკავების პროცესს იღებდნენ, რა დროსაც ბრალდებულებმა ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებს აგრესიული ქცევით და თავდასხმით პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მხილებულ ორივე არასრულწლოვანს ბრალდება პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარუდგინა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა…

მეტი...

ჯეიკ სალივანმა და საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე ღაზის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის აუცილებლობა დაადასტურეს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი თეთრ სახლში საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა. თეთრი სახლის ინფორმაციით,  ღაზაში არსებული ვითარება განიხილეს და ღაზის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის გადაუდებელი აუცილებლობა დაადასტურეს. ამასთან,  მხარეებმა ხაზი გაუსვეს ისრაელსა და პალესტინელებს შორის მდგრადი მშვიდობის დამყარებაზე მუშაობის მნიშვნელობას იმ სამუშაოს საფუძველზე, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში საუდის არაბეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარეობდა.

მეტი...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) წლიური შეხვედრა გახსნა

მინისტრმა საქართველოს ღვინის ინდუსტრიის მდგომარეობაზე და WWTG-ის ჯგუფში საქართველოს წევრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „თბილისში ვმასპინძლობთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის შეხვედრას, რომელიც კიდევ ერთი კარგი პლატფორმაა ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლებისთვის; WWTG-ის წევრებთან ერთად, ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ ღვინით ვაჭრობის გაუმჯობესებისთვის ქვეყნებს შორის და, შესაბამისად, სავაჭრო ბარიერებთან მიმართებაში ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებაზე. წელს საქართველო WWTG-ის თავმჯდომარე ქვეყანაა, უკვე მეორედ; პირველად ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფს საქართველო 2014 წელს თავმჯდომარეობდა. აღნიშნულ პერიოდში ჩვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ; დარწმუნებული ვარ, მიმდინარე წელსაც წარმატებული იქნება საქართველოს თავმჯდომარეობა, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქართულმა ღვინომ კიდევ უფრო გაიმყაროს…

მეტი...

რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ ქალაქში 9 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი მოკლეს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ქალაქ ვოლნოვახაში, რუსმა სამხედროებმა ერთი ოჯახის 9 წევრი, მათ შორის ორი ბავშვი მოკლეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს. ,,ისინი რუსი სამხედროები არიან შორეული აღმოსავლეთიდან, რომლებიც კონტრაქტით მსახურობენ. ეჭვმიტანილები დააკავეს და საგამოძიებო განყოფილებაში გადაიყვანეს, მათთან ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მომხდარის ყველა გარემოების დადგენისა და მტკიცებულებათა ბაზის გამყარების მიზნით”, – ნათქვამია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში. შემთხვევის დღეს, ოჯახი ერთ-ერთი ნათესავის დაბადების დღეს აღნიშნავდა. მომხდარზე უკრაინულმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

მეტი...

ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 8300-ს აჭარბებს

ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 8300-ს აჭარბებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ „ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. დაღუპულთა შორის 3 500-მდე არასრულწლოვანია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ღაზის სექტორში ელექტროენერგიის შეწყვეტისა და ასევე, საჭირო დახმარების მარაგის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებს ფუნქციონირება უჭირთ.

მეტი...

ისრაელის მიმართ ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებებს აშშ არ უჭერს მხარს

აშშ ისრაელისა და „ჰამასის“ კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის ამჟამინდელ მოწოდებებს მხარს არ უჭერს. „ჩვენ არ გვჯერა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ახლა კარგი პასუხია. ამ დროისთვის, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ცეცხლის შეწყვეტას“,- განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა, ჯონ კირბიმ. მისი თქმით, აშშ დარწმუნებულია, რომ მალე ღაზის სექტორისთვის დახმარება უახლოეს დღეებში გაიზრდება. „პირველი ეტაპი არის 100-მდე სატვირთო მანქანის მიღება დღეში“, – განაცხადა კირბიმ.

მეტი...

ისრაელი-“ჰამასის” ომის გაშუქებისას მინიმუმ 31 ჟურნალისტი დაიღუპა

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ბოლო მონაცემების მიხედვით, ისრაელი-“ჰამასის” ომის გაშუქებისას სულ მცირე 31 ჟურნალისტი ემსხვერპლა. მათგან 26 პალესტინელი იყო, 4 ისრაელელი და 1 ლიბანელი. დაშავდა 8 ჟურნალისტი, ხოლო 9 დაკარგულად ან დაკავებულად მიიჩნევა. ,,განსაკუთრებით მაღალი რისკების წინაშე ღაზაში მყოფი ჟურნალისტები დგანან, რადგან ისინი კონფლიქტის გაშუქებას ისრაელის სახმელეთო თავდასხმის ფონზე ცდილობენ,” – ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

მეტი...

ისრაელის თავდაცვის ძალებმა “ჰეზბოლას ინფრასტრუქტურას” დაარტყა ლიბანში

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით,  საჰაერო თავდასხმა განხორციელდა “ჰეზბოლას” ინფრასტრუქტურაზე ლიბანში. ,,IAF-ის საბრძოლო თვითმფრინავებმა დაარტყეს ჰეზბოლას ტერორისტული ინფრასტრუქტურას, მათ შორის იარაღი, პოსტები და ადგილები ლიბანში”, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალებმა.

მეტი...

პოლონეთში 28 წლის ქართველს თავს დაესხნენ

პოლონეთში, გდანსკის ცენტრში 28 წლის ქართველს, 41 წლის პოლონელი თავს დაესხა და თავის არეში დაზიანებები მიაყენა. შემთხვევა 27 ოქტომბერს ღამის საათებში მოხდა. დაშავებული 28 წლის ქართველი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავა, მას ბრალი დისკრიმინაციის მუხლით წაუყენეს. დაკავებულს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.  

მეტი...

რუსულ უნივერსიტეტებში სწავლისთვის რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

რუსულ უნივერსიტეტებში სწავლისთვის რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა.  ქართველებს რეგისტრაციის გავლა 15 დეკემბრამდე შეეძლებათ. განცხადების წარდგენა 1 დეკემბრამდე შეეძლებათ აბიტურიენტებს დსთ-ს ქვეყნებიდან, უკრაინიდან, ასევე ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. რუსული მედიის,  “ტასს”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოდან დაახლოებით 100-მდე აბიტურიენტმა შეიტანა განაცხადი 2024 წელს რუსეთის უნივერსიტეტებში უფასო სწავლაზე.  კვოტა 200 ადგილია.  

მეტი...

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების უკან დასავლეთი დგას – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების უკან დასავლეთი დგას. მისი თქმით, აშშ-ს სურს მუდმივი ქაოსი ახლო აღმოსავლეთში. „მკაფიოდ უნდა გავარკვიოთ, ვინ დგას რეალურად ახლო აღმოსავლეთისა და მსოფლიოს სხვა რეგიონების ხალხის ტრაგედიის უკან, ვინ აწყობს სასიკვდილო ქაოსს და ვინ სარგებლობს ამით. დღეს, ჩემი აზრით, ეს უკვე ყველასთვის ცხადი და გასაგები გახდა. სწორედ შეერთებული შტატების ამჟამინდელი მმართველი ელიტა და მათი სატელიტები არიან გლობალური არასტაბილურობის მთავარი ბენეფიციარები“, – განაცხადა პუტინმა.      

მეტი...

დმანისში ავარიას 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა

დმანისის მუნიციპალიტეტში ავარიას 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, სოფელ ირგანჩაიში არასრულწლოვანი მინი ტრაქტორს მართავდა, კონტროლი დაკარგა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად 17 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა.

მეტი...

ევროპის მოედანზე დაგეგმილი ღონისძიების გამო, 31 ოქტომბერს ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება

ევროპის მოედანზე დაგეგმილი ღონისძიების გამო, 30 ოქტომბრის 23:00 საათიდან 31 ოქტომბრის 15:00 საათამდე, აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება გორგასლის მოედნიდან მეტეხის ხიდის და მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, ასევე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით. ავტომობილები იმოძრავეებენ გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება მარცხნივ მოხვევით, ღვინის აღმართის მიმართულებით, ასევე, ევროპის მოედნიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გვირაბში ჩამსვლელ პანდუსზე. ამავე პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაც. კერძოდ, N350, N371, N345, N301, N331 ავტობუსები ევროპის მოედნის გავლის ნაცვლად, კოტე აფხაზის…

მეტი...

,,ეს არის სასტიკი ფსიქოლოგიური მანიპულაცია” – ნეთანიაჰუ ,,ჰამასის” ვიდეოზე

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ,,ჰამასის“ მიერ გავრცელებული ვიდეო, სადაც მძევლები მას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას სთხოვენ და აკრიტიკებენ, ,,სასტიკი ფსიქოლოგიური მანიპულაციაა”. ,,ეს არის სასტიკი ფსიქოლოგიური მანიპულაცია “ჰამასის” და ISIS-ის მიერ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა მძევალი და დაკარგული პირი სახლებში დავაბრუნოთ“, – თქვა ნეთანიაჰუმ.

მეტი...

,,აშშ ირანისთვის შეკავების ძლიერი სიგნალის გაგზავნისთვის მუშაობს” – კირბი

აშშ ირანისთვის შეკავების ძლიერი სიგნალის გაგზავნისთვის მუშაობს. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. ,,ჩვენ ნამდვილად ვაპირებთ მოქმედებას, რათა დავიცვათ ჩვენი ჯარები და ობიექტები. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ დავარტყამთ და ვიმოქმედებთ ამისთვის. ეს არის ძლიერი გზავნილი, რომელიც ირანმა უნდა აითვისოს. ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ამ პასუხისმგებლობას… ასევე, ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ეროვნული უსაფრთხოების ჩვენს ინტერესებს. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სიგნალს ვუგზავნით, არა მხოლოდ ირანს, არამედ ყველა აქტორს”, – თქვა კირბიმ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისმა თქვა, რომ “ისრაელმა ღაზის სექტორში წითელი ხაზები გადაკვეთა”.

მეტი...

,,ფარსად ქცეული პროცესები უნდა შეწყდეს, პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს” – ენმ-ის განცხადება

საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ენმ განცხადებას ავრცელებს. ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა საქართველოში პოლარიზაციის ყველაზე მკაფიო გამოხატულებაა. ,,პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა საქართველოში პოლარიზაციის ყველაზე მკაფიო გამოხატულებაა. მის წინააღმდეგ საქმეების აღძვრა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს დააანონსა, იმ დროს, როდესაც საქართველოს გენერალური პროკურორი შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის გავლენის აგენტი ოთარ ფარცხალაძე იყო. პოლარიზაციის დასრულება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პირველი წინაპირობაა. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების წინაპირობაა ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობა. აპრილში შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვა გაავრცელა საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული კლანის…

მეტი...

ახალციხეში ავარიის შედეგად 5 პირი დაშავდა

ახალციხეში, გიორგი ბრწყინვალის ძეგლთან მომხდარი ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას რეგიონული გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მეტი...

,,ჰამასმა” გაავრცელა ვიდეო, სადაც სავარაუდო მძევლები ისრაელს ტყვეთა გაცვლისკენ მოუწოდებენ

,,ჰამასმა” გაავრცელა ვიდეო, სადაც სავარაუდოდ, მძევლად აყვანილი სამი ისრაელელი ქალი ჩანს. ვიდეოჩანაწერში ერთ-ერთი ქალი ისრაელის ხელისუფლებას ებრაულ ენაზე აკრიტიკებს და ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ტყვეების გაცვლაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. ,,გამარჯობა, ბიბი ნეთანიაჰუ. ჩვენ 23 დღეა “ჰამასის” ტყვეობაში ვიმყოფებით. გუშინ მძევლების ოჯახებთან ერთად პრესკონფერენცია იყო. ჩვენ ვიცით, რომ ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო. თქვენ ჩვენ ყველანი უნდა გაგეთავისუფლებინეთ. თქვენ აიღეთ იმის ვალდებულება, რომ ყველანი გაგვათავისუფლოთ”, – ამბობს ერთ-ერთი მძევალი.

მეტი...

სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება

„მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ სტომატოლოგიური კლინიკების სანებართვო სისტემაზე გადაყვანა და ის ახალი სტანდარტები, რასაც დაწესებულებები უნდა აკმაყოფილებდნენ, რადგან, სამწუხაროდ, ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც აქედან, სხვადასხვა ინფექციები, მათ შორის C ჰეპატიტი ვრცელდებოდა“, – განაცხადა სტომატოლოგიური დაწესებულებებისათვის განსაზღვრული ახალი სტანდარტების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, ცვლილების მიზანი თითოეული პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების, მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფაა. თუ არსებული კანონმდებლობით, სტომატოლოგიური დაწესებულების გახსნა და საქმიანობა მხოლოდ შეტყობინების საფუძველზე იყო შესაძლებელი, ახალი წესით, რეგულირების სააგენტოს ეგზავნება შეტყობინება, მაქსიმუმ, 2 თვის განმავლობაში, შემოწმების შემდეგ, ყველა სავალდებულო სტანდარტის დაკმაყოფილების…

მეტი...

ჩინელების “სა-ქარ-თვე-ლო”

ეს მიაოს და ჟუანგის ხალხია. კეთილები, თბილები, სტუმართმოყვარეები. უცხო ენასაც მარტივად ითვისებენ. ქართული ნამდვილად არ გასჭირვებიათ, რაც ვიდეოში კარგად ჩანს.  

მეტი...

შემოწმებული კლინიკების დაახლოებით 20 პროცენტი ამ ეტაპზე რეანიმაციის ან ქირურგიის ნაწილში სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს -ზურაბ აზარაშვილი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შემოწმებული კლინიკების დაახლოებით 20 პროცენტი ამ ეტაპზე რეანიმაციისა და ქირურგიის ნაწილში სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს და შესაბამისი ნებართვები შეუჩერდათ. „შემოწმებული კლინიკების დაახლოებით 20 პროცენტი ამ ეტაპზე რეანიმაციის, ასევე ქირურგიის ნაწილში სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს და შესაბამისი ნებართვები შეუჩერდათ. მათ ჩვეულებრივად შეუძლიათ ყველა სხვა საქმიანობა, სადაც შესაბამისი ნებართვები აქვთ. ზოგს მხოლოდ ორი კომპონენტი შეუჩერდა, ზოგს – რეანიმაცია ან ქირურგია. ვფიქრობ, საერთო ჯამში, ნორმალური სურათია და საგანგაშო მდგომარეობა არ არის, რომ რომელიმე რეგიონში ან ქალაქში ხელმისაწვდომის პრობლემა შეგვექმნას. ეს არის მოწესრიგების პირველი ეტაპი, რადგან მოგეხსენებათ, მომდევნო წლის ბოლომდე…

მეტი...

ძვირფასი ქვები და კრისტალები – რეპორტაჟი ჩინეთიდან

კასიტერიტი, გეოეთიტი, ფლორიტი, კვარცი; სფალირიტი; ვანადინიტი; პირიტი; კალციტი; ფლუორიტი, რას არ ნახავთ აქ. ეს გუიჯოუს პროვინციიის გეოლოგიური მუზეუმია, რომელიც ყველაზე დიდი ეროვნული საბუნებისმეტყველო მუზეუმი გუიჯოუში. მუზეულში დაცულია უნიკალური გეოლოგიური ელემენტები, მათ შორისაა ფანგინშანის მთის კლდის სოკოს მსგავსი ფორმა და ფანჯინშანის მთის დანალექი ქანები. 2020 წელს მუზეუმმა მიიღო, საუკეთესო არქიტექტურისა და ინჟინერიის ჯილდო. ულამაზესი ქვები და კრისტალები კი ვიდეორეპორტაჟში. ეკა გულუა ჩინეთიდან აქ წარსული ცოცხლდება

მეტი...

ხელმისაწვდომი მედიკამენტებით საქართველოს მოსახლეობის უზრუნველყოფის მიზნით PSP განაგრძობს თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანას

ფარმაცევტული პროდუქტების გაიაფების მიზნით PSP განაგრძობს თურქული იაფი მედიკამენტების შემოტანას. ამჯერად კომპანიამ მილიონზე მეტი ლარის 68 დასახელების მედიკამენტი, 110 000 კოლოფი შემოიტანა. არსებული თურქული მედიკამენტების ასორტიმენტს 11 დასახელების პრეპარატი დაემატა, რომლებიც პირველად შემოვიდა თურქეთის ბაზრიდან; მათ შორის დეპაკინი სუსპენზია, ვოლტარენის სანთლები, პლაქვენილი, ტანტუმ ვერდე დუო და სხვ. „მიუხედავად იმისა, რომ პეროდულად თურქეთში მედიკამენტების ფასები იზრდება და იცვლება რეგულაციები, PSP აქტიურად აგრძლებს თანამშრომლობას თურქ მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან და მაინც ვახერხებთ თურქული იაფი მედიკამენტებით საქართველოს მოსახლეობის უზრუნველყოფას. ამ ეტაპზე 11 ახალი დასახელების მედიკამენტი შემოვიტანეთ, რომელიც აქამდე თურქეთიდან არ შემოსულა. ეს მედიკამენტები დღეიდან…

მეტი...

ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩაზე დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩაზე დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, რომელიც 31 ოქტომბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით იწარმოებს, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება ცხრა ძმა ხერხეულიძის მოედნიდან ცხრა ძმა ხერხეულიძის, სამურზაყანოსა და სალხინოს ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს. სამუშაოების პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ცხრა ძმა ხერხეულიძის მოედნიდან ცხრა ძმა ხერხეულიძის, სამურზაყანოსა და სალხინოს ქუჩების კვეთამდე, ხოლო ცხრა ძმა ხერხეულიძის, სამურზაყანოსა და სალხინოს ქუჩების კვეთიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებები ცხრა ძმა ხერხეულიძის მოედნის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ ცხრა ძმა ხერხეულიძის მეორე შესახვევის, პეტრე მამრაძის ხევის, აფხაზეთის ქუჩისა და სამურზაყანოს ქუჩის გამოყენებით. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N368 ავტობუსი, ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩიდან სალხინოს ქუჩის გავლის ნაცვლად, მოძრაობას გააგრძელებს…

მეტი...

აუცილებელია საქართველოში ხორცპროდუქტების ექსპორტის აკრძალვა –  ცხინვალელი ე.წ. დეპუტატი

ცხინვალში, დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატმა, აცამაზ კასაევმა საკითხი წამოჭრა, რომ ახალგორის რეგიონიდან “ხორცის ექსპორტი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს მეზობელ სახელმწიფოში” (საქართველოში). ცხინვალში ხორცი რუსეთის ფედერაციიდან შედის. ,,მე და ზაზა ნოდაროვიჩ დრიაევმა განვიხილეთ ეს საკითხი და მიმაჩნია, რომ აუცილებელია საქართველოში ხორცპროდუქტების ექსპორტის აკრძალვა. არანაირი ზომები ამ დრომდე არ არის მიღებული”, – განაცხადა კასაევმა.

მეტი...

ტურისტული სოფელი და “ჟუანგ ხალხის ცოცხალი მუზეუმი” – ვიდეორეპორტაჟი

ძიუჯოუ არის ერთადერთი უძველესი სოფელი გოუჟოუს პროვინციაში. ამ სოფელს მიღებული აქვს  ეროვნული დონის სერთიფიკატი ეკო-კულტურული ტურიზმის განვითარებაში. მას აქვს ულამაზესი მწვერვალები, თვალწარმტაცი მთები და მდინარეები, იდილიური პეიზაჟები, ხანგრძლივი ისტორია და ძლიერი ჟუანგის ხალხური ადათ-წესები. იგი ცნობილია როგორც “ჟუანგ ხალხის ცოცხალი მუზეუმი”. სოფელში არის ტურისტული გრძელი ქუჩა ლამაზი, ხის სახლებით, სადაც გამოფენილია ადგილობრივების ხელთნაკეთი მივტები – ქოლგები, ქუდები, ჩანთები და სხვა აქსესუარები. ასევე, ამ ვუწრო ქუჩაზე იყიდება ადგილობრივი სანელებლები. ძალიან უყვართ სტუმრები. თუ როგორ ხვდებიან სტუმრებს, ვნახოთ ვიდეორეპორტაჟში. ეკა გულუა ჩინეთიდან.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი მოკლებულია ლეგიტიმაციას, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტში იმპიჩმენტის დროს დამდგარმა შედეგმა აჩვენა, რომ პრეზიდენტს აღარ აქვს ქართველი ხალხის უმრავლესობის ნდობა, ამიტომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოკლებულია ლეგიტიმაციას, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა 2020 წელს მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, რომელიც  საპარლამენტო არჩევნების დროს ერთადერთი პარტია იყო, რომელსაც  საარჩევნო პროგრამაში ჰქონდა, რომ 2024 წლისთვის განაცხადი გაეკეთებინა ევროკავშირის წევრობაზე. „ჩვენ ვიყავით ერთადერთი პარტია, მაშინ როდესაც სხვა პარტიებს ეს საქილიკოდ ჰქონდათ, რომ საქართველოს შეიძლებოდა ჰქონოდა ევროპული პერსპექტივა ასე ახლოს. ეს ის პარტიაა, რომელმაც კონსტიტუციაში…

მეტი...

ონკოპაციენტებს ონკოლოგიური ქირურგია დაუფინანსდებათ

საქართველოს მთავრობის ცნობით, ონკოლოგიური ქირურგია როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოპაციენტს (გარდა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა) დაუფინანსდება. მათ შორის არიან დაზღვეული ვეტერანები და ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. ,,მიმდინარე წლის აგვისტოდან გადაწყვეტილებით ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს უფინანსდებოდა. დღეს − საქართველოს მთავრობის  მიერ დამტკიცებული ცვლილების მიხედვით  − მოქალაქეებისთვის თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი როგორც ქიმიო/ჰორმონო/სხივური თერაპიებისა და მედიკამენტების, ისე ონკოლოგიური ქირურგიის დაფინანსება. აღნიშნული გადაწყვეტილებით ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება,”- ნათქვამია…

მეტი...

კუს წვნიანი – ვიდეო

ჩინეთში კუ ერთ-ერთ დელიკატესად ითვლება. ვისაც გაინტერესებდათ როგორ გამოიყურება კუს წვნიანი, იხილეთ ვიდეო.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 15 საკითხზე იმსჯელეს. სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც ონკოლოგიური ქირურგია როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოპაციენტს (გარდა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა) დაუფინანსდება. მათ შორის არიან დაზღვეული ვეტერანები და ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. მიმდინარე წლის აგვისტოდან გადაწყვეტილებით ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს უფინანსდებოდა. დღეს − საქართველოს მთავრობის  მიერ დამტკიცებული ცვლილების მიხედვით  − მოქალაქეებისთვის თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი როგორც ქიმიო/ჰორმონო/სხივური თერაპიებისა და მედიკამენტების, ისე ონკოლოგიური ქირურგიის დაფინანსება. აღნიშნული გადაწყვეტილებით ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად,…

მეტი...

ინფორმაცია, თითქოს, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები, საზღვარგარეთ, მკურნალობის პროგრამით ვერ სარგებლობენ, არის სიცრუე – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები, საზღვარგარეთ, მკურნალობის პროგრამით ვერ სარგებლობენ, არის სიცრუე და დეზინფორმაცია. სამინისტროს ცნობით, ყველა ოჯახი, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა ბავშვის საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით, დაკმაყოფილებულია. ,,გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები, საზღვარგარეთ, მკურნალობის პროგრამით ვერ სარგებლობენ, არის სიცრუე და დეზინფორმაცია. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ოჯახი, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა ბავშვის საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით, დაკმაყოფილებულია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრომ, მიმართა საფრანგეთში საქართველოს საელჩოს. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საფრანგეთში იმყოფებიან ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები და სახელმწიფომ მათთვის საჭირო სამედიცინო…

მეტი...

,,თუ განაჩენი დადგება, მინდა, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა ლაზარე შეიწყალოს”- გრიგორიადისის ბაბუა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის პროცესი მიმდინარებს. გრიგორიადისის ბაბუის განცხადებით, თუ განაჩენი დადგება, უნდა, რომ პრეზიდენტმა ლაზარე შეიწყალოს. ,,ველანაირად აზრი მიჩნდება, რომ ლაზარე შეკვეთილია. ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც მხარში უდგას ლაზარეს და ჩვენ ოჯახს, თქვენ ჟურნალისტებს. იმედი მაქვს მხოლოდ თქვენი. თუ განაჩენი დადგება, მინდა, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა ლაზარე შეიწყალოს”, – განაცხადა გია კალანდაძემ. ცნობისთვის, რომ 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.  

მეტი...

მაჰაჩყალის აეროპორტში განვითარებული მოვლენები ძირითადად გარე ჩარევის, მათ შორის, გარე ინფორმაციის გავლენის შედეგი იყო – პესკოვი

მაჰაჩყალის აეროპორტში განვითარებული მოვლენები ძირითადად გარე ჩარევის, მათ შორის, გარე ინფორმაციის გავლენის შედეგი იყო, – ამის შესახებ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, პუტინი დღეს გამართავს დიდ შეხვედრას მაჰაჩყალაში განვითარებული მოვლენების შესახებ. ცნობისთვის, დაღესტანში, აეროპორტის ტერმინალში პროპალესტინელები შეიჭრნენ, რის გამოც ისრაელიდან რეისი ალტერნატიულ აეროპორტში შესრულდა. ინციდენტის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. იდენტიფიცირებულია არეულობაში მონაწილე 150 პირი, 60 დაკავებულია.

მეტი...

ისრაელში, მუსიკალური ფესტივალიდან გატაცებული ახალგაზრდა გოგო გარდაცვლილი იპოვეს

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ჰამასის” მებრძოლების მიერ მუსიკალური ფესტივალიდან გატაცებული გერმანელ-ისრაელელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. შანი ლუკი მუსიკალური ფესტივალიდან ბოევიკებმა წაიყვანეს. უწყების ცნობით, გოგო აწამეს და მას საშინელებების გადატანა მოუწია. ,,განადგურებულები ვართ გაგიზიაროთ, რომ 23 წლის გერმანელ-ისრაელელი შანი ლუკის ცხედარი იპოვეს და იდენტიფიცირებულ იქნა”, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.  

მეტი...