,,უკრაინელი ჯარისკაცები ბახმუტთან და დასავლეთ ზაპოროჟიეს რეგიონში დაწინაურდნენ”- ომის კვლევის ინსტიტუტი

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ინფორმაციით, უკრაინელი ჯარისკაცები დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან დაწინაურდნენ.

,,უკრაინელი ჯარისკაცები ბახმუტთან და დასავლეთ ზაპოროჟიეს რეგიონში დაწინაურდნენ. გეოლოკაციის კადრები აჩვენებს, რომ უკრაინული ძალები კურდიუმოვკას ჩრდილო-აღმოსავლეთით (ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით 10 კმ) წინ წავიდნენ. ამასთან, 29 ოქტომბრის გეოლოკაციის კადრები მიუთითებს, რომ უკრაინელ სამხედროებს რაბოტინოს დასავლეთით მცირე პროგრესი აქვთ”, – აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი თემები