სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი, ისრაელისა და ჰამასის ლიდერების დაკავებას ითხოვს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერების გაცემას ითხოვს.

BBC წერს, რომ ხანმა უკვე მიმართა ჰააგის სასამართლოს წინასწარი წარმოების პალატას, გასცეს როგორც ნეთანიაჰუს, ისე ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტისა და „ჰამასის“ სამი ლიდერის – იაჰია სინვარის, მუჰამედ ალ-დიეფისა და ისმაილ ჰანიას დაკავების ორდერი.

პროკურორის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ პროკურატურას აქვს გონივრული საფუძველი ივარაუდოს, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან “ომის დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში”, რომლებიც ჩადენილია ღაზის სექტორში 2023 წლის 8 ოქტომბრის შემდეგ.

მსგავსი თემები