ისრაელის მიმართ ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებებს აშშ არ უჭერს მხარს

აშშ ისრაელისა და „ჰამასის“ კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის ამჟამინდელ მოწოდებებს მხარს არ უჭერს.

„ჩვენ არ გვჯერა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ახლა კარგი პასუხია. ამ დროისთვის, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ცეცხლის შეწყვეტას“,- განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა, ჯონ კირბიმ.

მისი თქმით, აშშ დარწმუნებულია, რომ მალე ღაზის სექტორისთვის დახმარება უახლოეს დღეებში გაიზრდება.

„პირველი ეტაპი არის 100-მდე სატვირთო მანქანის მიღება დღეში“, – განაცხადა კირბიმ.

მსგავსი თემები