ისრაელი-“ჰამასის” ომის გაშუქებისას მინიმუმ 31 ჟურნალისტი დაიღუპა

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ბოლო მონაცემების მიხედვით, ისრაელი-“ჰამასის” ომის გაშუქებისას სულ მცირე 31 ჟურნალისტი ემსხვერპლა. მათგან 26 პალესტინელი იყო, 4 ისრაელელი და 1 ლიბანელი.

დაშავდა 8 ჟურნალისტი, ხოლო 9 დაკარგულად ან დაკავებულად მიიჩნევა.

,,განსაკუთრებით მაღალი რისკების წინაშე ღაზაში მყოფი ჟურნალისტები დგანან, რადგან ისინი კონფლიქტის გაშუქებას ისრაელის სახმელეთო თავდასხმის ფონზე ცდილობენ,” – ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

მსგავსი თემები