,,მელია, ხაბეიშვილი და მუმლაძე ერთმანეთზე უინტელექტო, იდიოზური და სამარცხვინოები არიან”- ირაკლი კობახიძე

„ნაცმოძრაობაში“ გრძელდება დაშლის პროცესი, პარტია სუსტდება თანდათანობით, რაც კარგია ჩვენი პოლიტიკური სისტემის ჯანსაღი ფორმით განვითარებისთვის,”– ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ”ნაციონალურ მოძრაობაში” არის ”სამი კანდიდატი და სამივე ერთმანეთზე უინტელექტო, ოდიოზური და სამარცხვინო”.

„ჩვენთვის დიდად საინტერესო არ არის პროცესი „ნაციონალურ მოძრაობაში“. ერთადერთი, რითაც არის საინტერესო, „ნაცმოძრაობაში“ გრძელდება დაშლის პროცესი, პარტია სუსტდება თანდათანობით, რაც კარგია ჩვენი პოლიტიკური სისტემის ჯანსაღი ფორმით განვითარებისთვის. ამ პოლიტიკურ პარტიაში არის სამი კანდიდატი და სამივე ერთმანეთზე უინტელექტო, ოდიოზური და სამარცხვინო, ვგულისხმობ ხაბეიშვილს, მელიასა და მუმლაძეს. საზოგადოება შეხედავს ამ ყველაფერს და ნახავს, რამდენად გოიმურია თავისი არსით ის პოლიტიკური პარტია, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“ და რამდენად უინტელექტოა ის შემადგენლობა, რომელიც ხელმძღვანელობს ამ პოლიტიკურ პარტიას. საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნები“, – განაცხადა კობახიძემ.

 

მსგავსი თემები