რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების უკან დასავლეთი დგას. მისი თქმით, აშშ-ს სურს მუდმივი ქაოსი ახლო აღმოსავლეთში.
„მკაფიოდ უნდა გავარკვიოთ, ვინ დგას რეალურად ახლო აღმოსავლეთისა და მსოფლიოს სხვა რეგიონების ხალხის ტრაგედიის უკან, ვინ აწყობს სასიკვდილო ქაოსს და ვინ სარგებლობს ამით. დღეს, ჩემი აზრით, ეს უკვე ყველასთვის ცხადი და გასაგები გახდა. სწორედ შეერთებული შტატების ამჟამინდელი მმართველი ელიტა და მათი სატელიტები არიან გლობალური არასტაბილურობის მთავარი ბენეფიციარები“, – განაცხადა პუტინმა.