რუსულ უნივერსიტეტებში სწავლისთვის რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

რუსულ უნივერსიტეტებში სწავლისთვის რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა.  ქართველებს რეგისტრაციის გავლა 15 დეკემბრამდე შეეძლებათ.

განცხადების წარდგენა 1 დეკემბრამდე შეეძლებათ აბიტურიენტებს დსთ-ს ქვეყნებიდან, უკრაინიდან, ასევე ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.

რუსული მედიის,  “ტასს”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოდან დაახლოებით 100-მდე აბიტურიენტმა შეიტანა განაცხადი 2024 წელს რუსეთის უნივერსიტეტებში უფასო სწავლაზე.  კვოტა 200 ადგილია.

 

მსგავსი თემები