რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ქალაქ ვოლნოვახაში, რუსმა სამხედროებმა ერთი ოჯახის 9 წევრი, მათ შორის ორი ბავშვი მოკლეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს.
,,ისინი რუსი სამხედროები არიან შორეული აღმოსავლეთიდან, რომლებიც კონტრაქტით მსახურობენ. ეჭვმიტანილები დააკავეს და საგამოძიებო განყოფილებაში გადაიყვანეს, მათთან ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მომხდარის ყველა გარემოების დადგენისა და მტკიცებულებათა ბაზის გამყარების მიზნით”, – ნათქვამია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.
შემთხვევის დღეს, ოჯახი ერთ-ერთი ნათესავის დაბადების დღეს აღნიშნავდა.
მომხდარზე უკრაინულმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.