პოლონეთში 28 წლის ქართველს თავს დაესხნენ

პოლონეთში, გდანსკის ცენტრში 28 წლის ქართველს, 41 წლის პოლონელი თავს დაესხა და თავის არეში დაზიანებები მიაყენა. შემთხვევა 27 ოქტომბერს ღამის საათებში მოხდა.

დაშავებული 28 წლის ქართველი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციამ თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავა, მას ბრალი დისკრიმინაციის მუხლით წაუყენეს. დაკავებულს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

მსგავსი თემები