ქუთაისში გაფიცული სტუდენტების პროტესტი გრძელდება

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში გაფიცული სტუდენტები შეიკრიბნენ. ახალგაზრდები სამედიცინო კორპუსისკენ მსვლელობით მიემართებიან. უკვე მე-8 დღეა ისინი აუდიტორიებში არ შედიან და ლექციებს არ ესწრებიან.

სტუდენტები ადგილობრივებს მოუწოდებენ, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ პროტესტს შეუერთდნენ, რადგან ის ყველას ეხება:

,,უკვე მრავალი დღეა ჩვენ ქალაქის ქუჩებში საპროტესტო აქციებითა და მარშებით ჩვენი ხმა მიგვაქვს ქუთაისის მოქალაქეებთან. დღეს იგეგმება აქტიური მსვლელობა და მარში წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო კორპუსის მიმართულებით. დიდი იმედი გვაქვს, რომ იქ ჩატარებული საჯარო ლექცია ბევრ ადამიანს გააცნობს უფრო ღრმად კანონთან დაკავშირებულ პუნქტებს,” – ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.

მსგავსი თემები