,,იცლის არაკონსტიტუციური ვიზიტებისთვის, მაგრამ ვერ იცლის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩამოსასვლელად”- ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის არ ჩასვლა, მის მიმართ უპატივცემულობაა. მისი თქმით, პრეზიდენტი იცლის არაკონსტიტუციური ვიზიტებისთვის, მაგრამ ვერ იცლის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩასასვლელად.

,,პრეზიდენტის არ ჩამოსვლა არის, რა თქმა უნდა, უპატივცემულობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. ის იცლის არაკონსტიტუციური ვიზიტებისთვის, მაგრამ ვერ იცლის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩამოსასვლელად, რაც ძალიან სამწუხაროა, ბუნებრივია.  კოპალეიშვილს აქვს ეს პოზიცია გახმოვანებული, რაც მე გამაცნეს. შეიძლება თამარ ჩუგოშვილსაც აქვს, მაგრამ კოპალეიშვილის მაჩვენეს მისი პოზიცია. ნუ, აბსოლუტურად, არასერიოზულია რაზეც იქ არის საუბარი.

შარშან ივნისში, როცა ქვეყანას არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, გამოვიდნენ NGO-ები და ითხოვდნენ ვის გადადგომას? მთავრობის გადადგომას და პარლამენტის მიმართ ჰქონდათ შენიშვნები და არა პრეზიდენტის მიმართ. რატომ? იმიტომ, რომ პასუხისმგებელი არ არის და თუ არ არის პასუხისმგებელი რას დადის?
არიან არაკეთილსინდისიერი ძალები, რომლებიც ახერხებენ კონკრეტული ადამიანების “გადაქაჩვას.” ჩვენ ასე არ ვმოქმედებთ. გლობალურ ომის პარტიას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, დეტალებში არ მინდა შევიდე”, – განაცხადა კობახიძემ.

 

საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებით განხილვას დღეს იწყებს. კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით 12:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი თემები