,,რაც იქნება, იქნება და ყველაფერი კარგად იქნება”- სალომე ზურაბიშვილი

საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებით განხილვას დღეს იწყებს. კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით 12:00 საათზე დაიწყება. პრეზიდენტის წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იქნება. თავად პრეზიდენტი ისტორიულ პროცესს არ დასწრება. ,,რაც იქნება, იქნება და ყველაფერი კარგად იქნება”,- განუცხადა ტვ პირველს პრეზიდენტმა.

მეტი...

აქ ყველანაირი ხორცია, ყველანაირი სულიერის – ფრინველის, ცხოველის, მოლუსკის, მუხლუხოების

ეს ქალაქი სიემენია, სადაც ნამდვილ ჩინურ ბაზარს მივაგენი. წარმოიდგინეთ, ქართული ვაგზლის მოედანი. ასე ქუჩაში გამოტანილი აქვთ პროდუქტები, ხილი, ყველანაირი სულიერის ხორცი ყველანაირ მდგომარეობაში. უფრო მეტი კი ვნახოთ რეპორტაჟში.  

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარელში – დაიღუპა ორი ადამიანი

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა. შემთხვევა წუხელ ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ”პრაიმტაიმი” ავრცელებს. 22 წლის გოგოს და 35 წლამდე კაცის ავტომობილიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა. თვითმხილველების განცხადებით, ქალაქის ცენტრიდან მოძრავი „ტოიოტა პრიუსის” მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხესთან შეჯახების შემდეგ ამობრუნდა. შედეგად,  მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა.  

მეტი...

პენტაგონმა აშშ-ის კონგრესს აფრთხილებს, რომ უკრაინაში გაგზავნილი იარაღის შესაცვლელად სახსრები ეწურებათ

კონგრესის ლიდერებისთვის გაგზავნილი წერილის თანახმად, პენტაგონი აფრთხილებს კონგრესს, რომ  მათ უკრაინაში გაგზავნილი იარაღის შესაცვლელად სახსრები ეწურებათ. აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ საფინანსო საკითხებში, მაიკლ მაკკორდმა პალატისა და სენატის ლიდერებს განუცხადა, რომ 25,9 მილიარდი დოლარიდან, რომელიც კონგრესმა გამოყო უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის აღსადგენად, ახლა 1,6 მილიარდი დოლარი დარჩა. მისი თქმთ, მთლიანად ამოწურა კიევის ის გრძელვადიანი დაფინანსება უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს თანხებს იარაღის სამომავლო მიწოდების ხელშეკრულებების გასაფორმებლად. მისივე თქმით, დამატებითი დაფინანსების გარეშე, აშშ იძულებული იქნება შეაჩეროს ან შეამციროს საჰაერო თავდაცვის, საბრძოლო მასალის, თვითმფრინავების და სპეციალური აღჭურვილობის მიწოდება.

მეტი...

ძლიერი წვიმა ოზურგეთში –  დატბორილია ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და საყანე ფართობები

ძლიერი წვიმა ოზურგეთში –  დატბორილია ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და საყანე ფართობები.წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე შევიდა. მოსახლეობას დაუზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა.  მერიაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. „ძლიერი წვიმის გამო ოზურგეთის მერია საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. მობილიზებულია ყველა სამსახური. ვთხოვთ თანამოქალაქეებს, შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად დაუკავშირდნენ სოფლებში მერის წარმომადგენლებს, ან გვაცნობეთ ცხელი ხაზის მეშვეობით”- ნათქვამია მერიის  განცხადებაში.

მეტი...

ჩემი სრული ნდობა ჩემს წარმომადგენლებს საკონსტიტუციოში, თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იქნება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ,,ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში – თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს”- წერს სალომე ზურაბიშვილი. საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებით განხილვას დღეს იწყებს

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 279 440 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

​უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 279 440 ჯარისკაცი დაკარგა. უწყების ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 279 440; ტანკი – 4 732;  ჯავშანტექნიკა – 9 008; საარტილერიო სისტემა – 6 565; სარაკეტო სისტემა – 801; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 540; თვითმფრინავები – 316; ვერტმფრენი – 316; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 5 080; საკრუიზო რაკეტები – 1 529; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 8 932;  გემი/ნავი/კატარღა – 20; წყალქვეშა ნავი – 1; ​სპეციალური აღჭურვილობა – 943.

მეტი...

სანქციების მე-11 პაკეტის შემდეგ პაუზა უკვე ძალიან დიდხანს გაჭიანურდა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს კიევში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს განუცხადა, რომ რუსეთზე სანქციების ზეწოლა აშკარად არ არის საკმარისი. მისი თქმით, სანქციების მე-11  პაკეტის შემდეგ პაუზა ძალიან დიდხანს გაჭიანურდა. ,,რუსეთზე სანქციების ზეწოლა აშკარად არ არის საკმარისი, ძვირფასო პარტნიორებო. ეს, უპირველეს ყოვლისა, აშკარაა რუსი ტერორისტების მიერ დრონებით დარტყმებისა და საჰაერო დარტყმების მზარდი რაოდენობით. მეტი ერთობლივი მუშაობაა საჭირო რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი ფორმისა და სქემის წინააღმდეგ. რუსეთისთვის ნებისმიერი მიწოდება, რომელიც მას სამხედრო წარმოების გაზრდის საშუალებას აძლევს, უნდა შეწყდეს. ეს აშკარა ინტერესშია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მსოფლიოში ყველასთვის, ვისაც სურს ეს…

მეტი...

საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებით განხილვას დღეს იწყებს

საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებით განხილვას დღეს იწყებს. კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით 12:00 საათზე დაიწყება. ამ დროისთვის უცნობია ჩავა თუ არა პრეზიდენტი ბათუმში განხილვაზე დასასწრებად.   ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2023 წლის 22 სექტემბრის №3/2/1797 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიიღო №1797 კონსტიტუციური წარდგინება („საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე“). №1797 კონსტიტუციური წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ…

მეტი...

კადიროვის 24 წლის შვილი ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დაინიშნა

რამზან კადიროვის 24 წლის შვილი, აიშატ კადიროვა სოციალურ საკითხებში ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დაინიშნა. ,,მხარი დავუჭირე  ხუჩიევის [ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარის] წინადადებას. რა თქმა უნდა, აიშატ კადიროვამ დიდი წვლილი შეიტანა რეგიონული კულტურის სამინისტროს საქმიანობის გაუმჯობესებაში და დააგროვა გამოცდილება”, – წერს კადროვი. აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის კულტურის მინისტრად 2021 წელს დაინიშნა. მისი ქმარი, აიშატ ვისხან მაწუევი კი , რესპუბლიკის მთავრობის ვიცე-პრემიერად და სოფლის მეურნეობის მინისტრად მიმდინარე წლის ივლისში დაინიშნა.

მეტი...

კანადის ეროვნულ პარკში დათვმა წყვილი და მათი ძაღლი მოკლა

კანადაში, ბანფის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გრიზლის ჯიშის დათვმა ორი ადამიანი, კანადელი წყვილი და მათი ძაღლი მოკლა. Parks Canada-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია,  რომ მიიღეს გამაფრთხილებელი შეტყობინება პარასკევს გვიან GPS მოწყობილობიდან, რომელიც მიუთითებდა დათვების თავდასხმაზე მდინარე წითელი ირმის ხეობაში, ბანფის ეროვნულ პარკში. სააგენტოს ცნობით, დათვს მოგვიანებით ევთანაზია გაუკეთეს მას შემდეგ, რაც მან აგრესიული ქცევა გამოავლინა.  

მეტი...

მთავარი მიზანია, წელს მივიღოთ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად – ზელენსკი

ყველამ ვიცით, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება, ეს მხოლოდ დროის საკითხია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა. ზელენსკიმ კიევში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გასვლით სხდომაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინა აუცილებლად შეასრულებს ევროკომისიის შვიდ რეკომენდაციას. „ვისაუბრეთ, კერძოდ, უკრაინის ევროკავშირში სრულ გაწევრიანებაზე. ჩვენი ინტეგრაციის მთავარი მიზანია, წელს მივიღოთ გადაწყვეტილება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. დღეს კი შეხვედრებზე და მოლაპარაკებებზე კიდევ ერთხელ გავიგე, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. უკრაინა აუცილებლად შეასრულებს სამუშაოს თავის ნაწილს – ევროკომისიის შვიდ რეკომენდაციას“, – განაცხადა ზელენსკიმ.  

მეტი...