საგანძური – ეს ერთადერთია, რომელიც დაცულია ტიბეტში

ეს არც ნახატია, არც ნაქსოვი, არც მოქარგული, არც ხალიჩა… ეს არის ერთადერთი საგანძური – ქვიშის მხატვრობის მანდალა, რომელიც შვიდმა ტიბეტელმა ბერმა დაამზადა 2010 წელს, ლასას პოტალას სასახლიდან. ის ერთადერთია, რომელიც დაცულია ტიბეტში.

აქ რასაც ხედავთ არის ქვიშა და ძვირფასი მინერალები. ბერები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობდნენ. ზოგადად, როცა ქვიშისგან მსგავს საოცრებას შექმნიდნენ, მას არ ინახავდნენ, მაშინვე შლიდნენ. სწორედ ამიტომ არის ეს საგნძური ერთადერთი, რომელიც დაცულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ტიბეტის კულტურული მემკვიდრეობის მუზეუმში.

ეკა გულუა ტიბეტიდან

კერძო სახლები ტიბეტში – რეპორტაჟი ტიბეტიდან

მსგავსი თემები