,,მე დღეს მხოლოდ დავრწმუნდი დამატებით იმაში, რაც ისედაც ზუსტად ვიცოდი” – თამარ ჩუგოშვილი

,,მე დღეს მხოლოდ დავრწმუნდი დამატებით იმაში, რაც ისედაც ზუსტად ვიცოდი, რომ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია”. ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის იურისტი თამარ ჩუგოშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს.

,,მე დღეს მხოლოდ დავრწმუნდი დამატებით იმაში, რაც ისედაც ზუსტად ვიცოდი, რომ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია. ის, რასაც ჩვენ ვისმენთ, არის მიმართული მხოლოდ და მხოლოდ იქითკენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი უბრალოდ იზოლირებული იყოს ნებისმიერი ფორმით ქვეყნის წარმომადგენლობისგან და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ვეღარ გააკეთოს ის, რასაც ის აკეთებს ყველაზე უკეთ – ამ ქვეყნის წარმომადგენლობა, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის კონტექსტში.

მე მაინტერტესებდა, რა დამატებითი ფაქტობრივი გარემოებები იქნებოდა მოტანილი, არაფერი – ნოლი. რაც გვესმის არის მმართველი უმრავლესობის აღქმები, როგორ აღიქვამენ ისინი სხვადასხვა ჩანაწერებს და სურვილი, რომ პრეზიდენტმა ვერ შეძლოს თავისი უფლებამოსილებების განხორციელება ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს” – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მსგავსი თემები