,,არგუმენტები საერთოდ არ იყო, არათუ სუსტი, არგუმენტები არ მოგვისმენია, ეს არის დღევანდელი დღის შეჯამება” – კობახიძე

,,არგუმენტები საერთოდ არ იყო, არათუ სუსტი, არგუმენტები არ მოგვისმენია, ეს არის დღევანდელი დღის შეჯამება”. ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს 7 საათიანი პროცესი შეაჯამა და პრეზიდენტის წარმომადგენლებს არგუმენტები დაუწუნა:

,,რა განსხვავებაა სტატუსსა და უფლებამოსილებას შორის, ამის თქმა უნდა შეეძლოთ პრეზიდენტის წარმომადგენლებს. ან ვერ ამბობენ, ან არ ამბობენ, ან არ უნდათ ამის თქმა. ჩვენ განვუმარტეთ რა განსხვავებაა სტატუსსა და უფლებამოსილებას შორის. ისინი პასუხს არ იძლევიან. პასუხს ვერ იძლევიან იმიტომ, რომ არ აწყობთ პასუხის გაცემა, როგორც კი ერთმანეთისგან გამიჯნავ სტატუსს და უფლებამოსილებას, უკვე თავზე გენგრევა ყველა ე.წ. არგუმენტი”, – განაცხადა კობახიძემ.

მისი შეფასებით, პრეზიდენტის წარმომადგენლები პროცესზე დღეს მძიმე მდგომარეობაში იყვნენ.

,,პრეზიდენტი იქნებოდა ისეთივე მძიმე მდგომარეობაში ამ პროცესზე, როგორშიც არიან დღეს პრეზიდენტის წარმომადგენლები. ისინი არიან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში, უწევთ აბსურდის მტკიცება, ძალიან მძიმეა მათ მდგომარეობა… პრეზიდენტი თვითონ რომ ჩამოსულიყო, თვითონ მოუწევდა ამ მდგომარეობაში ყოფნა, რაც მისთვის იყო მიუღებელი და სწორედ ამიტომ არ ჩამოვიდა”, – თქვა კობახიძემ.

მსგავსი თემები