მარნეულში, არასრულწლოვანმა გოგოებმა სამი საშაურმე კაფე დაარბიეს

მარნეულში მოზარდმა გოგონებმა სამი საშაურმე კაფე  – “ოთოს შაურმა”, “ვიპ შაურმა” და “ალგეთის შაურმა”, დაარბიეს.

Aktual.ge-ის ინფორმაციით, შემთხვევა სამ ოქტომბერს, გვიან ღამით, დაახლოებით 03:00 საათზე მოხდა.

არასრულწლოვნებმა საშაურმე კაფეებიდან ფული და მობილური ტელეფონი მოიპარეს, ასევე სასმელები დაღვარეს და კაფეებს მატერიალური ზიანი მიაყენეს. თვითმხილველების თქმით, აღნიშნულ ინციდენტში ოთხი 14-15 წლის გოგონა მონაწილეობდა

არასრულწლოვნები უკვე დააკავეს.

მსგავსი თემები