,,ჩვენს პრეზიდენტს გადაადგილება არ უჭირს, თვითონ შეეძლო მოსულიყო”- მერაბ ტურავა

საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებით განხილვა მიმდინარეობს. პროცესს არ ესწრება თავად სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ სხდომაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტს “გადაადგილება არ უჭირს” და შეეძლო, სხდომაზე მისულიყო.

,,ჩვენს პრეზიდენტს გადაადგილება არ უჭირს, რომ თვითონ შეეძლო მოსულიყო, მაგრამ არ ჩათვალა ეს მიზანშეწონილად. საოქმო ჩანაწერში, რომელიც გავუგზავნეთ, ჩავწერეთ, რომ წარდგინების ავტორები და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით ჩატარდება სხდომა და მივუთითეთ, რომ მისი მონაწილეობა დაგვეხმარებოდა გადაწყვეტილების მიღებაში”, – განაცხადა ტურავამ.

მერაბ ტურავამ პრეზიდენტის წარმომადგენლებს ჰკითხა, შეხვდნენ თუ არა პრეზიდენტს სხდომამდე და გაეცნენ თუ არა საქმეს სამართლებრივი დეტალების მიღმა

 

მსგავსი თემები