,,იქ, სადაც არ არის კონსტიტუციის პატივისცემა, ვერ იქნება ევროპა”- ირაკლი კობახიძე

„ევროპა და ევროპულობა ნიშნავს კონსტიტუციის პატივისცემას. იქ, სადაც არ არის კონსტიტუციის პატივისცემა, ვერ იქნება ევროპა. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება“, –  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით,  საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხე მხარის პოზიცია სუსტი იყო.

„ყველაფერს პასუხს გავცემთ პროცესზე. ამიტომ სჯობს, მოვლენებს წინ არ გავუსწროთ. რა თქმა უნდა, ძალიან სუსტია მოპასუხე მხარის პოზიციები, ეს ცალსახად შეიძლება, ითქვას. ყველაფერთან დაკავშირებით დეტალური პასუხები გვექნება შესვენების შემდეგ. რეალურად, არგუმენტი საერთოდ ვერ მოვისმინეთ. როგორც იურისტი, ვამბობ, რომ არგუმენტები არ იყო წარმოდგენილი, თუმცა ამ ყველაფერს დეტალურ სამართლებრივ პასუხს გავცემთ შესვენების შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები