რუსეთმა არესტოვიჩზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველ ალექსეი არესტოვიჩზე ძებნა გამოაცხადა.

რისთვის იძებნება არესტოვიჩი, არ არის დაკონკრეტებული, თუმცა ცნობილია, რომ რუსეთში არესტოვიჩი ექსტრემისტებისა და ტერორისტების რეესტრშია შეყვანილი.

არესტოვიჩმა უკრაინის პრეზიდენტის აპარატში თანამდებობა იანვარში დატოვა.

მსგავსი თემები