,,ყველაფერს გავაკეთებ, რომ რუსეთის პრეზიდენტზე ზეწოლა მნიშვნელოვნად გავზარდო”- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლას მნიშვნელოვნად გაზარდოს.

შოლცი მსოფლიოს მოუწოდებს, აუცილებელი ნაბიჯები გადადგან, რათა უკრაინაში ომი საბოლოოდ დამთავრდეს.

,,ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რუსეთის პრეზიდენტზე ზეწოლა მნიშვნელოვნად გავზარდო. რუსეთმა უკვე დიდი ზარალი მიაყენა უკრაინას. რუსეთი აგრძელებს ადამიანების მკვლელობას, ეკონომიკის განადგურებას და ტერიტორიის დანაღმვას. მაგრამ პუტინს ასეთი “გარემოებები” არ აინტერესებს. მისთვის მთავარია, ისტორიის სახელმძღვანელოში საკუთარი სახელი ჩაიწეროს”, – განაცხადა შოლცმა.

მსგავსი თემები