თუ ევროპა შემოვა აქ, ხელისუფლებაში ვერ იქნებით – პაატა მანჯგალაძე უმრავლესობას

„საქართველოსთვის მთავარი საკითხი არის კანდიდატის სტატუსის მიღება. „ქართული ოცნება“ არ ეშვება მავნე რიტორიკას და ცდილობს დააჯეროს საზოგადოება, რომ კანდიდატის სტატუსს თურმე არ გვაძლევენ იმის გამო, რომ ოპოზიცია არ მონაწილეობდა ერთი წლის წინ სამუშაო ფორმატში. ჩვენ ვნახეთ  ვარჰეის განცხადება, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ 12-დან 9 რეკომენდაცია არის შესასრულებელი. მათ შორის სასამართლო, სარჩევნო, ანტიკორუფციულთან დაკავშირებული რეფორმები, რომლებზეც ინიციატივები ოპოზიციას შემოტანილი აქვს და განსახილველადაც კი ვერ მოიცალა ხელისუფლებამ“, – ამის შესახებ  „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ქვეყანაში მთავარი პრობლემას კორუფცია წარმოადგენს.

„თუ ევროპა შემოვა აქ, ხელისუფლებაში ვერ იქნებით, ხომ ვერ იქნება კორუფცია ქვეყანაში. გირჩევნიათ მოიპაროთ ფული აქ და წახვიდეთ და ევროპაში დაისვენოთ ამ ფულით. ეს არის მთელი ფილოსოფია თქვენი ცხოვრების და მზად ხართ გადაეფაროთ ჯაშუშ ფარცხალაძეს. ფარცხალაძე არის თქვენი სახე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი თემები