„პრეზიდენტს თუ არ ჩავთვლით, საქართველოს დანარჩენი ლიდერები პრაგმატულები არიან”- ასლან ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის გარდა, საქართველოს ამჟამინდელი ლიდერები პრაგმატულები არიან. მისი თქმით, ”აფხაზეთს უნდა ჰქონდეს ნორმალური კეთილმეზობლური ურთიერთობა ყველა მეზობელთან, მათ შორის საქართველოსთან”.

„პრეზიდენტს თუ არ ჩავთვლით, საქართველოს დანარჩენი ლიდერები პრაგმატულები არიან იმით, როგორ იქცევიან დღევანდელ მწვავე ვითარებაში და არ გამოვრიცხავ, რომ ჟენევის დისკუსიამ რაღაცამდე მიგვიყვანოს. ვფიქრობ, მათ ესმით, რომ მშვიდობა არის როგორც აფხაზეთის, ისე საქართველოს განვითარების პირობა. იმედი მაქვს, რომ ასეა“, – განაცხადა ბჟანიამ. 

მსგავსი თემები