პრეზიდენტის იმპიჩმენტზე, საკონსტიტუციოში სხდომა ხვალ, 11 საათზე გაგრძელდება

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე, საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა ხვალ, 11 საათზე გაგრძელდება. დღევანდელი პროცესი კი, რომელიც 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა დასრულებულია. მხარეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს საკუთარი პოზიციები გააცნეს.

,,ოცნებას” 4 დეპუტატი – ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი წარმოადგენდა, ხოლო პრეზიდენტს იურისტი თამარ ჩუგოშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი.

სხდომაზე დასასწრებად ბათუმში სალომე ზურაბიშვილი არ ჩასულა.

მსგავსი თემები