,,რამდენიმე ადგილზე გვაქვს მეწყერი, ხორეთის 150-მდე მოსახლე მოწყვეტილია გარესამყაროს”- ალექსანდრე სარიშვილი

უხვმა ნალექმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.  ჩამოშლილია მიწის მასები და შეინიშნება მეწყრული პროცესები.

რამდენიმე ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილია.

„მდინარე სუფსამ დატოვა კალაპოტი. რამდენიმე ადგილზე გვაქვს მეწყერი. 8 სექტემბერს სტიქიის შედეგად დაზიანებული და შემდეგ დროებით აღდგენილი ხორეთი-ჩოჩხათის დამაკავშირებელი ხიდი წაღებულია. ხორეთის 150-მდე მოსახლე მოწყვეტილია გარესამყაროს. ქვედა მამათში, სადაც დროებით აღვადგინეთ და გავაკეთეთ შემოვლითი გზა, ამ ეტაპზე წაღებულია. აქაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი გვყავს გარესამყაროს მოწყვეტილი“, – განაცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.

 

მსგავსი თემები