„დარწმუნებული ვარ, ზაზა იმ პატარა ბავშვის გადასარჩენად იბრძოდა, ვის გვერდითაც იპოვეს“- ზაზა მესხის ახლობელი

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველების მიერ 31 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 2 პირს. სტიქიის ზონაში ნაპოვნია ზაზა მესხის ცხედარიც. ,,დნმ” ანალიზმა დაადასტურა ზაზას ცხედარი. პატარა ბიჭი ზაზას ცხედართან ერთად ჩვენ არ გვეკუთვნის. დარჩენილია 2 პიროვნება და ეს ჩვენი 2 ბიჭია. ისინი ჯერ კიდევ იძებნება – ისინი ცელქები დახტუნავენ სადღაც ტყეში – ტყეში ჩვენს გულებში, – წერს რაფაელ გოგიტიძე. აღნიშნულ ფაქტს ზაზა მესხი ახლობელი ეხმიანება.  „დარწმუნებული ვარ, ზაზა იმ პატარა ბავშვის გადასარჩენად იბრძოდა, ვის გვერდითაც იპოვეს და ამ დროს დაიღუპა,“ – წერს ზაზა მესხის ახლობელი.

მეტი...

,,ბავშვები არ დაიშვებიან”- ევროპული ავიაკომპანია თვითმფრინავში ახალ ზონას ამატებს

ევროპული ავიაკომპანია 48 დოლარად ამოქმედებს ბავშვებისგან თავისუფალ ზონებს თავის ფრენებზე.  ავიაკომპანია Corendon-მა  განაცხადა, რომ ნოემბრიდან ამსტერდამსა და კარიბის ზღვის კუნძულ კურასაოს შორის მარშრუტზე ბავშვებისგან თავისუფალ ზონებს გახსნის. მონაკვეთი, რომელსაც ავიაკომპანია “მხოლოდ ზრდასრულთა” ზონას უწოდებს, განთავსდება თვითმფრინავის წინა მხარეს და დაიხურება კედლებითა და ფარდით. იქნება 93 სტანდარტული ადგილი, რომელთა დაჯავშნა 16 წელზე უფროსი ასაკის მგზავრებს შეუძლიათ 45 ევროდ, ანუ დაახლოებით 48 დოლარად, თითო რეისზე. ავიაკომპანია აცხადებს, რომ განყოფილება მხოლოდ მოზრდილებისთვის იდეალურია საქმიანი მოგზაურებისთვის ან უშვილო მგზავრებისთვის.

მეტი...

31 ნაპოვნი მიცვალებულიდან უკვე ყველა იდენტიფიცირებულია – პაპუნა მარგველიძე

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, სტიქიის ზონაში დაღუპული 31 ადამიანიდან ყველა იდენტიფიცირებულია. მისივე თქმით,  2 დაკარგული ადამიანის ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება. „სამძებრო სამუშაოები უკვე 28-ე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ამოსვენებული 31 ნაპოვნი მიცვალებულიდან უკვე ყველა არის იდენტიფიცირებული. ვაგრძელებთ 2 დაკარგული მოქალაქის ძიებას“, – აღნიშნავს მარგველიძე.  

მეტი...

 ბახმუტთან საბრძოლო დავალების შესრულების დროს 6 უკრაინელი პილოტი დაიღუპა

ბახმუტთან საბრძოლო დავალების შესრულების დროს 6 უკრაინელი პილოტი დაიღუპა. 29 აგვისტოს დონეცკის ოლქის კრამატორსკის რაიონში სამხედრო ვერტმფრენები Mi-8 ჩამოვარდა. თვითმფრინავი მთლიანად განადგურდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის ადგილზე 6 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი იპოვეს. წინასწარი მონაცემებით, საქმე აღძრულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 416-ე მუხლით, რაც ფრენის წესების დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

,,პრეზიდენტს დაბლოკავთ – უფრო მეტი ხალხი ჩავალთ, არა უშავს და სხვა რამეებსაც გავაკეთებთ”- ნინო ლომჯარია

,,პრეზიდენტს დაბლოკავთ – უფრო მეტი ხალხი ჩავალთ” – ასე ეხმაურება ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საქართველოს მთავრობის მიერ პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტებზე უარს. მისი თქმით, უარი მიუხედავად, პრეზიდენტი მაინც უნდა წავიდეს. ,,ყველას არ გვჭირდება მთავრობის ნებართვა ევროპაში რომ ჩავიდეთ და სტატუსის მხარდაჭერა მოვითხოვოთ. პრეზიდენტს დაბლოკავთ – უფრო მეტი ხალხი ჩავალთ, არა უშავს და სხვა რამეებსაც გავაკეთებთ, მალე. პრეზიდენტიც უნდა წავიდეს, ჩემი აზრით, მიუხედავად უარის მიღებისა”, – წერს ლომჯარია. პრეზიდენტს ვიზიტებზე უარი ეთქვა – მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში  ზაფხულში რუსეთის ფედერაციის მილიონზე მეტი მოქალაქე ჩავიდა

ოკუპირებულ აფხაზეთს  ზაფხულში რუსეთის ფედერაციის მილიონზე მეტი მოქალაქე ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას Эхо Кавказа რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, აფხაზეთმა მეორე ადგილი დაიკავა იმ ქვეყნების სიაში, რომლებსაც ყველაზე ხშირად ირჩევენ რუსეთის ფედერაციის მაცხოვრებლები სამოგზაუროდ. ამ ზაფხულს ყველაზე პოპულარული იყო თურქეთი (მინიმუმ 2,6 მილიონი ტურისტი ზაფხულის სამ თვეში), აფხაზეთი (1,2 მილიონი), არაბეთის გაერთიანებული საემიროები (350 ათასი), ეგვიპტე (300 ათასი) და ტაილანდი (180 ათასი). გარდა ამისა, რუსებმა იმოგზაურეს. მალდივები (55000), კუბა (35000), შრი-ლანკა (27000) და სეიშელის კუნძულები (11000). საუბარია 5 მილიონ ორგანიზებულ ტურისტზე – მათ, ვინც საზაფხულო არდადეგების ორგანიზებისთვის მიმართა ტურისტულ…

მეტი...

Imagine Dragons-ის კონცერტზე დამსწრეთათვის ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმუშავებენ

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს ჯგუფ Imagine Dragons-ის კონცერტი გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, კონცერტზე დამსწრე პირებისთვის მუნიციპალური ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმუშავებენ. კერძოდ, N307, N334, N345, N358 და N359 ავტობუსები მოქალაქეებს პირველი სექტემბრის 02:00 საათამდე მოემსახურებიან.

მეტი...

,,გიორგი მიქაუტაძის აიაქსში ტრანსფერმა ისეთი შეგრძნება გამიჩინა, თითქოს კონტრაქტს ხელი მეც მოვაწერე”- შოთა არველაძე

შოთა არველაძე გიორგი მიქაუტაძის საფეხბურთო კლუბ ,,აიაქსში” ტრანსფერს  ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ძალიან ბედნიერი და ამაყია, რომ აიაქსის უდიდეს ისტორიას კიდევ ერთი ქართველი და ახალი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი შეეხება. ,,გიორგი მიქაუტაძის აიაქსში ტრანსფერმა ისეთი შეგრძნება გამიჩინა, თითქოს კონტრაქტს ხელი მეც მოვაწერე. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ აიაქსის უდიდეს ისტორიას კიდევ ერთი ქართველი, კიდევ ერთი ფორვარდი და ახალი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი შეეხება. გიორგი საუკეთესო ადგილზე მოხვდა და დარწმუნებული ვარ, მისი როლი ამ შესანიშნავ კლუბში იქნება საკვანძო და გულშემატკივრისთვის საყვარელი ფეხბურთელი მოკლე დროში გახდება. მასთან ერთად, მახარებს სხვა ქართველი…

მეტი...

,,მზად ვარ, შევასრულო ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის ნებისმიერი ბრძანება, თუნდაც შედეგი იყოს სიკვდილი”- კადიროვი

,,მე არ ვეკუთვნი ჩემს თავს… მზად ვარ, შევასრულო ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის ნებისმიერი ბრძანება, თუნდაც შედეგი იყოს სიკვდილი”, – ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი წერს. კადიროვი გამოცემა Bild-ის სტატიას ეხმაურება, რომელიც წერს, რომ პრიგოჟინის შემდეგ, პუტინი კადიროვს მოკლავს. ,,დღეს გამამხიარულა უცხოურ გამოცემებში რუსეთისგან განაწყენებული დაუმთავრებელი პოლიტოლოგების ანარეკლებმა, რომლებიც სწრაფ სიკვდილს მიწინასწარმეტყველებენ.  არ მომბეზრდება კიდევ ერთხელ გამეორება და კიდევ ერთხელ ვიტყვი სიამაყით: მე ვარ რუსეთის უმაღლესი მთავარსარდლის ქვეითი და არ ვეკუთვნი ჩემს თავს. მე ვეკუთვნი რელიგიას, სამშობლოს და მის ინტერესებს. და მე მზად ვარ შევასრულო ვლადიმერ ვლადიმროვიჩის ნებისმიერი ბრძანება, თუნდაც შედეგი იყოს…

მეტი...

,,არ ვიცით, როგორ არის უნგრეთში, მაგრამ უკრაინა არ ვაჭრობს არც თავისი ტერიტორიებით და არც სუვერენიტეტით”- ნიკოლენკო ორბანს პასუხობს

უკრაინა არ ვაჭრობს თავისი ტერიტორიებითა და სუვერენიტეტით, – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ოლეგ ნიკოლენკო უნგრეთის პრეზიდენტის, ვიქტორ ორბანის განცხადებას. როგორც უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, უკრაინა მშვიდობითაც არ ივაჭრებს. „უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ დასავლეთმა უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტთან უნდა დადოს შეთანხმება, რომელმაც არ უნდა გაითვალისწინოს არც ყირიმის დაბრუნება, არც ნატო-ში უკრაინის წევრობა. ის ასევე დარწმუნებულია, რომ მშვიდობისთვის საუკეთესო შანსია უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტა. სინამდვილეში, ჩვენ უკვე ავღელვდით, რომ ვიქტორ ორბანი დიდი ხანია, არ გამოსულა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტისა და რუსეთის აგრესიის დაკანონების ინიციატივით. ეჭვიც კი შევიტანეთ…

მეტი...