პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ. ოჯახის წევრებმა “მთავარი არხის” ვებგვერდს განუცხადეს, რომ დაკარგული 32 წლის ტარიელ შონიაა.

ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს უკვე ერთი თვეა ვერ უკავშირდებიან და არც მისი ადგილსამყოფელი იციან.

ტარიელ შონია პოლონეთში 1 წელია სამუშაოდ იმყოფება. დის ინფორმაციით, ტარიელ შონია საქართველოში დაბრუნებას გეგმავდა, ოჯახმა ბილეთისთვის ფულიც გაუგზავნა, თუმცა ამ დღის შემდეგ ვერ პოულობენ.

მსგავსი თემები