,,ალბათ, პარტიიდან წასვლების კვირეული იქნება” – ბოტკოველი

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონული მდივანი, გიორგი ბოტკოველი იმედა კევლიშვილის ენმ-ს დატოვების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

,,ჩვენ ხომ ვნახეთ იანვრის თვეში განცხადებები, ამ ადამიანებმა ზოგმა ფრაქცია დატოვა, ზოგმა განცხადებები გააკეთა და ალბათ, ახლა იმ სიტყვას – ფრაქციას, შეცვლიან პარტიით, მიზანიც სწორედ ეს იყო ამ ადამიანებისთვის“, – განაცხადა ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, რომ თელავში ნაციონალური მოძრაობის წევრმა იმედა კევლიშვილმა პარტია დატოვა. მიზეზად არაფორმალური მმართველობა და ახალი მენეჯმენტის მხრიდან, განსხვავებული აზრის დევნა დაასახელა.

მსგავსი თემები