“სამწუხაროა, რომ 2 აბიტურიენტი დაგვიანების და ასევე 2, ტემპერატურის გამო გამოცდაზე არ დაიშვა” – სოფო გორგოძე

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დღევანდელმა დღემ მშვიდად ჩაიარა. ამის შესახებ სოფო გორგოძემ განაცხადა.

გორგოძის ინფორმაციით, დღეს გამოცდებზე განსაკუთრებული ხარვეზი არ გამოკვეთილა.

„დღევანდელმა დღემ მშვიდად ჩაიარა. სამწუხაროა, რომ 2 აბიტურიენტი დაგვიანების და ასევე 2, ტემპერატურის გამო გამოცდაზე არ დაიშვა. გვქონდა სამი სახის სექტორი, საგამოცდო, სპეცსაჭიროების სტუდენტისთვის და ერთი სარეზერვო, სადაც განვათავსებდით იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც ტემპერატურა დაუფიქსირდებოდათ, თუმცა რეკომენდაციიდან გამომდინარე ექიმის შემოწმების შემდეგ მათი დაშვება სექტორებში შეგვეძლო. სარეზერვო სექტორში, სადაც სიცხიანი აბიტურიენტები დაიშვა, განთავსდა მხოლოდ 4 აბიტურიენტი.

მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად რეკომენდაციებისა, გულშემატკივრები საგამოცდო ტერიტორიის გარე პერიმეტრზე მაინც გროვდებიან, ამ შემთხვევაში პატრული და მანდატურის სამსახური გვეხმარება, რომ გულშემატკივრები შორიშორ დადგნენ და ხვალ უფრო მეტად მობილიზებულები ვიქნებით, რომ გარე პერიმეტრზე ვცადოთ და დისტანცია მაქსიმალურად დავიცვათ“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

მსგავსი თემები