უკრაინის თავდაცვის მინისტრს თანამდებობიდან გაათავისუფლებენ – უკრაინული მედია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ალექსეი რეზნიკოვს თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლებენ.

მედიის ცნობით, პარლამენტმა თავდაცვის დეპარტამენტის ამჟამინდელი უფროსის თანამდებობიდან გადაყენება მომავალ კვირას უნდა განიხილოს, ხოლო რეზნიკოვის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე პავლიუკი შეასრულებს.

Українська правда-ს მინისტრთა კაბინეტში დაუდასტურეს, რომ შესაძლოა მინისტრის თანამდებობა სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა დაიკავოს.

 

მსგავსი თემები