უკრაინა ანექსირებულ ყირიმში ,,ცხელ სეზონს” აანონსებს

უკრაინა ყირიმში ,,ცხელ სეზონს” აანონსებს. კიევში აღარ მალავენ, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში მთავარი სამიზნე ოკუპირებული ნახევარკუნძული, თავდასხმის მთავარი იარაღი კი დრონები იქნება. ამ საფრენი აპარატების წარმოებაც და ეფექტურობაც უკრაინელებმა გლობალურ მასშტაბამდე გაზარდეს.

გუშინ, 700 კილომეტრის დაშორებით უკრაინულმა დრონებმა გაანადგურეს რუსეთის სადესანტო ძალების კუთვნილი რამდენიმე თვითმფრინავი. რაც იმას ნიშნავს, რომ ომი სულ უფრო მეტად გავრცელდება რუსეთის ტერიტორიაზე.

მსგავსი თემები